მელანქოლია
გავალ ქუჩაში გავიხედავ ყველა იციცნის,
მე კი რატომღაც მწუხარებამ ხელი დამრია,
გავალ ქუჩაში უშედეგოდ დაგიწყებ ძებნას,
რადგან ეს გული უშენობით დატანჯულია.
ისევ ის პარკი, ის ადგილი სადაც გხედავდი,
საქანელები და ბავშვები ისევ არიან,
ქუჩაში ისევ მეგობრები დასეირნობენ,
სკამეკებზე ის წყილებიც ისევ არიან.
ხედავ ძვირფასო,ყველაფერი ისევ ისეა,
ეს ფანტანი,ეს ქალაქი და ეკლესია,
ის სიყვარული,ხო ის გრძნობა ისევ ჩემშია,
შენ გელოდება გულმოდგინედ კარგა ხანია.
მაგრამ რატომღაც იგვიანებ აღარ მოდიხარ
აღარ გიზიდავს ეს პატარა ჩვენი ქალაქი,
მეც უარმყავი უკუაგდე ჩემი გრძნობები
და დაანგრიე ოცნებბების ჩვენი ქალაქი.
გავალ ქუჩაში გავიხედავ ყველა იცინის,
მე კი რატომღაც დავატარებ მელანქოლიას
გავლ და ისევ უშედეგოდ დაგიწყებ ძებნას,
სანამ ისევე არ დამტანჯავს მელანქოლია

0 Comments:
Post a Comment
Subscribe to Post Comments [Atom]
<< Home