24.07.11---------------------20:45
დიახ ძვირფასო!რატომ გიკვირს?
მე ისევ აქ ვარ და მსურს მოგწერო,
ჩემზე მოგიყვე და დარდი გაგანდო.
დიახ მე აქ ვარ!ისევ მოვედი,
ვერ დაგივიწყე ჩემო ძვიფასო,
ვიცი არ გესმის ჩემი ფიქრები
დაწყნარდი კარგო არც გთხოვ გამიგო,
მხოლდ ის მინდა ადრე თუ გვიან
ისევ მოხვიდე გრძნობა გამიყო.
"ძვირფასო იცი?ისევ მიყვარხარ
გთხოვ დამიბრუნდი,არ მიმატოვო,
ძლიერ მაკლიხარ,ძლიერ მჭირდები,
ისევ მიყვარხარ ჩემო ძვირფასო."
მაგრამ მიდიხარ ისევ მშორდები,
სიტყვები ისევ სიტყვებად რჩება,
მე ისევ მოვალ და დარდს გაგანდობ,
რადგან უშენოდ ეს გული კვდება.
დიახ მე აქ ვარ,ისევ მოვედი
და მსურს მოგწერო,დარდი მოგიყვე
ვიცი არ გემის,არც გთხოვ გამიგო,
მხოლოდ ის მინდა ჩემზე მოგიყვეე.


0 Comments:
Post a Comment
Subscribe to Post Comments [Atom]
<< Home